გურამ ოდიშარიას ინიციატივა - ილიას ძეგლის რეაბილიტაცია

11/08/2013
culturegovge culturegovge-ის მიერ

8 ნოემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის გურამ ოდიშარიას ინიციატივით, ილიას ძეგლზე განსახორციელებელი სამუშაოები ღია ცის ქვეშ იქნა განხილული. კულტურის მინისტრის მოწვევით, ადგილზე, ძეგლის ინფრასტრუქტურის შესახებ სამმა უწყებამ იმსჯელა.
შეხვედრას დაესწრნენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი,სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი, მინისტრის პირველი მოადგილე გიგა გიორგაძე, პრობაციის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი გიორგი არსოშვილი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე, მოადგილე შალვა ამირაჯიბი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე აკაკი ლოდია, ასევე სამინისტროების წარმომადგენლები.
ძეგლის რეაბილიტაციის დაწყებამდე, უწყებები პირველ რიგში შეთანხმდნენ მოსამზადებელი სამუშაოების, გარემოს დასუფთავების, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და სხვა განსახორციელებელი საკითხების შესახებ.
საგურამოში მდებარე ილიას ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაშია. გურამ ოდიშარიას ინიციატივით ილიას ძეგლის სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელებაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ჩაერთვება.
8 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის 176 წლისთავი აღინიშნება.

http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან