"შინ"- კონცერტი სტუდენტებისთვის
დღეს, თბილისის საკონცერტო დარბაზში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, "ბრავო რეკორდსთან" ერთად, ჯგუფის "შინ" ახალი, ორიგინალური და ინოვაციური CD ალბომის პრეზენტაცია და განმეორებითი კონცერტი გაიმართება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, „ბრავო რეკორდსისა" და „შინის" გადაწყვეტილებით, 29 მაისის კონცერტზე დასასწრები მოსაწვევები უფასოდ, საჩუქრად გადაეცემათ უმაღლესი სასწავლებლების თვითმმართველობების წარმომადგენლებს, სტუდენტებს. კონცერტს დაესწრება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრტიონ-გრუზინსკი. ჯგუფი "შინ" გერმანიაში 20 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და ქართველ მსმენელს სთავაზობს უნიკალურ და ინოვაციურ პროექტს, რომელსაც "ბრავო რეკორდსთან" ერთად CD ალბომის სახით გამოსცემს. პრეზენტაცია-კონცერტს დაესწრებიან მოწვეული სტუმრები : - თეოდოსი სპასოვი - ბულგარელი კავალის ნამდვილი ოსტატი. ის ცნობილი "რივერდანსის" ვარსკვლავური შემადგენლობის წევრი იყო; - ილიას მირზაევი - თანამედროვე თურქული მუსიკის წამყვანი კომპოზიტორი, რომელსაც ასევე ეკუთვნის ამ პროექტის ყველა მუსიკალური ნაწარმოების არანჟირება; მას ერთობლივი პროექტები აქვს: ქ. პენდერეცკისთან, ჯ. ზავინულთან, ვ. მუსტაფა ზადესთან, ქ. იარვესთან და სხვებთან; - დანიელ მესინა - ცნობილი არგენტინელი "დრამერი". ლათინური სტილის უბადლო შემსრულებელი. http://www.culture.gov.ge http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
ეგარი - მაგარი კონცერტი! -2012- Ethno-Jazz Band EGARI concer...
ilotam
The "Shin" - Egari 2009 - ჯგუფი "შინ"- ეგარი
ilotam
Trinity Cathedral Choir Concert at Tbilisi Music Cultural Ce...
Trinity Cathedral Choir
ლუდი "ნატახტარი" ჯგუფი "შინის" კონცერტის სპონსორი
ეფეს საქართველო
Webster's Georgian - English 3D Space Adventure
Websters3dSpace
Webster's Georgian - English 3D Dinosaur Adventure
WebstersDinosaurGame
Webster's Georgian - English 3D Jungle Adventure
WebstersJungle
Webster's Georgian - English 3D Fantasy Adventure
WebstersFantasy