ამბავი ერთი ხელნაწერისა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის აღსაყდრებიდან 35 და დაბადებიდან 80 წლის იუბილის აღნიშვნასთან დაკავშირებით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა გამოფენა, რომელიც მიეძღვნა სანქტ-პეტერბურგში დაცულ ქართულ-ბერძნულ ილუსტრირებულ ხელნაწერს. ღონისძიებას ესწრებოდნენ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, წმინდა სინოდის წევრები, უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. XV საუკუნეში შექმნილი ქართულ-ბერძნული ხელნაწერი თავისი შინაარსით და გაფორმებით უნიკალურია. ორენოვანი ხელნაწერი სხვადასხვა ლიტურგიკულ ტექსტებსა და მინიატურების დამოუკიდებელ ციკლებს შეიცავს. მეცნიერთა აზრით, ხელნაწერი წარმოადგენს ერთადერთ კრებულს, სადაც ჩართულია ისეთი მინიატურები, რომლებიც მანამდე თავმოყრილი სახით არ გვხდება. ხელნაწერს არ ახლავს ანდერძი, ამიტომ მისი გადაწერის ადგილისა და დროის შესახებ ზუსტი ცნობები არ მოგვეპოვება. თუმცა, მეცნიერების მიერ გამოთქმულია ვარაუდი, რომ ხელნაწერი შეიქმნა ათონის მთაზე. გამოფენაზე ასევე გაიმართა ქართულ-ბერძნული ხელნაწერის ალბომის პრეზენტაცია. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
ამბავი ერთი ხელნაწერისა
culturegovge culturegovge
ამბავი ერთი ხელნაწერისა
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
ამბავი ერთი ხელნაწერისა
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
არუნდატი როი - წვრილმანების ღმერთი (ნაწილი 1)
Teopile Malakia
არუნდატი როი - წვრილმანების ღმერთი (ნაწილი 1)
maia beri
ამბავი ერთი მეფისა.
S.O.S
აქა ამბავი ერთი ლამაზი იმერული ოჯახისა და მისი გაშინაურებულ...
თივიარი ინტერნეტ–ტელევიზია
თევზაობა მარაბდას ტბაზე
My Crazy Hands