არუნდატი როი - წვრილმანების ღმერთი (ნაწილი 1)

12/16/2022
maia beri-ის მიერ

არუნდატი როი - წვრილმანების ღმერთი (2 ნაწილად)
ინგლისურიდან თარგმნა თამარ ჯაფარიძემ.
კითხულობს მარიკა ჭეღელიძე.
მეორე ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

არუნდატი როი (ჰინ. अरुन्धती रॉय; დ. 24 ნოემბერი, 1961)[6] — ინდოელი ავტორი. მისი ყველაზე გახმაურებული ნამუშევარია „წვრილმანების ღმერთი“, რომლისთვისაც 1997 წელს ბუკერის პრემია მიენიჭა. როი აგრეთვე პოლიტიკური აქტივისტია ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის საკითხებში
წვრილმანების ღმერთი (ინგლ. The God of Small Things) 一 არის ინდოელი მწერლის, არუნდატი როის მიერ დაწერილი საოჯახო დრამატული რომანი და ამავდროულად სადებიუტო ნაწარმოები. ეს არის ამბავი ტყუპი ძმების ბავშობის გამოცდილებაზე, რომელთა ცხოვრებაც ნადგურდება 1960-იან წლებში, ინდოეთში, კერალში გავრცელებული \"სიყვარულის კანონების\" გამო. რომანი იკვლევს, თუ როგორ აყალიბებს მცირე, ერთი შეხედვით უმნიშვნელო რამ ადამიანის ქცევას და მათ ცხოვრებას. რომანი ასევე იკვლევს კასტიციზმის მუდმივ ეფექტებს ინდოეთში. 1997 წელს ამ წიგნმა ბუკერის პრემია დაიმსახურა.
წვრილმანების ღმერთი იყო როის პირველი და ერთადერთი რომანი 2017 წლის ნაწარმოების -\"უზეშთაესი ნეტარების სამინისტრო\" - გამოქვეყნებამდე, ზუსტად 20 წლის თავზე. მან 1992 წელს დაიწყო ხელნაწერის წერა \"წვრილმანების ღმერთი\" და დაასრულა ოთხი წლის შემდეგ, 1996 წელს. იგი გამოიცა შემდეგ წელს. მისი პოტენციალი პირველად აღიარა პანკაჯ მიშრამ, HarperCollins-ის რედაქტორმა, რომელმაც ის სამ ბრიტანულ გამომცემლობას გაუგზავნა, რომ ეინასწარ მიეღო 500000 ფუნტი და წიგნის უფლებები გაეყიდა 21 ქვეყანაში.
სხვა აუდიოწიგნები შეგიძლია მოიძიოთ შემდეგ ბმულებზე:
   • Video  
   • ოლდოს ჰაქსლი — საოცარი ახალი სამყარო.

ვიდეოები „maia beri"-ისგან