ყურძნის საწებელი

30.09.2020 00:52

#კულინარია #kulinaria #ყურძნისსაწებელი #საწებელი ნიორი - 2 კბილი ქინძი - 1 პატარა კონა შავი ყურძენი - 500გ მარილი და წიწაკა გემოვნებით კამა -1 პატარა კონა მომზადება: ყურძნის მარცვლები დაჭყლიტეთ ან დააბლენდერეთ. შემდეგ გაწურეთ, ან საცერში გაქენით, კოვზის დახმარებით. წვრილად დაჭერით ან ერთად დანაყეთ ქინძი, კამა, ნიორი, ცოტა მარილი და წიწაკაც დაამატეთ, თუ ცხარე მოგწონთ. თუ ქინძის ნედლ მარცვლებსაც დაამატებთ, მეტ არომატს შეიძენს სოუსი. ეს სოუსი ძალიან უხდება ქათამს და ძროხის ხორცს.

გაზიარება: