რთველი 2019

19.09.2019 04:43

ყურძნის ჩაბარების ფასი არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც კახეთში მიმდინარე რთველის დროს, წელსაც აქტუალურია. ადგილობრივებს კერძო და სახელმწიფო საწარმოების მიერ შეთავაზებული თანხა არ აკმაყოფილებთ. ორივე შემთხვევაში თანხის ოდენობა თითქმის თანაბარია. გამოწვევაა რიგების კუთხითაც. უამინდობის გამო ყველა რაიონის მცხოვრებლებმა ყურძნის კრეფა ერთდროულად დაიწყეს, რის გამოც პროდუქციის ჩამბარებელ პუნქტებთან ადგილობრივებს რამდენიმესაათიან რიგებში უწევთ დგომა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: