MOE: შეხვედრა უნგრეთის ელჩთან


http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G...
გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე და მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე უნგრეთის ელჩს, ბატონ შანდორ საბოს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ხათუნა გოგალაძემ და შანდორ საბომ უნგრეთისა და საქართველოს მომავალი თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს. ორი ქვეყნის გარემოს დაცვის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობა აქამდე არ არსებობდა და ის უახლოეს მომავალში დაიწყება.
ელჩმა ხათუნა გოგალაძეს უნგრელი კოლეგის წერილი გადასცა, სადაც უნგრეთის გარემოს დაცვის მინისტრი გამოთქვამს მზადყოფნას სამომავლო თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების თაობაზე.

ვიდეოები „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო"-ისგან