მერობის კანდიდატი: „ევროპული საქართველო“ და ენმ საარჩევნო უბნების პიკეტირებას გეგმავს
“პატრიოტთა ალიანსის” ზუგდიდის მერობის კანდიდატი გოგიტა ბიგვავა ხვალ მოსალოდნელ პროვოკაციასა და გარკვეული საარჩევნო უბნების პიკეტირებაზე საუბრობს. მისი ინფორმაციით, „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ იმ უბნებზე, სადაც გამარჯვების შანსი არ აქვთ, გარკვეულ პროვოკაციებს აპირებენ, თუმცა ბიგვავას არ დაუკონკრეტებია, რა სახის პროვოკაციაზეა საუბარი და რომელ საარჩევნო უბნებში. „მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ უზრუნველყონ მშვიდობიანი საარჩევნო გარემო და ნუ დაუშვებენ პოლიტიკური ძალების მიერ საარჩევნო პროცესის ესკალირებას“, - განაცხადა ბიგვავამ. აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს ენმ-ის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ანი წითლიძე. „ჩვენ არავითარი არეულობითვის არ ვემზადებით. გოგიტა ბიგვავას კი ვურჩევთ რამე სერიოზული საქმით დაკავდეს. მის ამ განცხადებაზე რამე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - აღნიშნა წითლიძემ. ბრალდებას უპასუხეს „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის ოფისში. ლაშა დამენიას თქმით, ბიგვავა „ქართული ოცნების“ ინტერესების გამტარებელია კანდიდატია. „დღეს ბიგვავა იქცა სუს-ის ხელში ჩვეულებრივ გამხმოვანებლად. მას არ შეიძლებოდა ეს ინფორმაცია ჰქონოდა და ის ასრულებს ხელისუფლების დავალებას. „ქართულმა ოცნებამ“ კი კარგად იცის, რომ ბევრ სოფელში მისი კანდიდატი ვერ გაიმარჯვებს. დროა,ზუგდიდელმა ამომრჩეველმა გააკეთოს მშვიდ გარემოში არჩევანი“, - თქვა დამენიამ და ხელისუფლებას მოუწოდა, რომ ამომრჩევლებს თავისუფალ გარემოში არჩევანი გაკეთების საშუალება მისცეს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ხვალ, 21 ოქტომბერს გაიმართება. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ზუგდიდში 4%-იანი ბარიერი სამმა პარტიამ გადალახა
Radio Atinati
ოპოზიციური პარტიების ბრალდებები მმართველი ძალის მიმართ და „ქ...
Radio Atinati
ზუგდიდის მერობის კანდიდატების ბიზნეს წილები და ქონება TI-ს კ...
Radio Atinati
ხულოში მერს 19 მაისს აირჩევენ
აჭარა ენმ / Adjara unm
„დებატები“ დებატების გარეშე - შეხვედრა მერობის კანდიდატებთან
Radio Atinati
ევროპული საქართველოს ზუგდიდის მერობის კანდიდატი: სოფლის მეურ...
Radio Atinati
„ევროპულმა საქართველომ“ ზუგდიდის მერობისა და მაჟორიტარი დეპუ...
Radio Atinati
„ევროპულმა საქართველომ“ ამბროლაურში მერობის კანდიდატი და მაჟ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia