ქმედებები ცვლილებებისათვის
როგორია რეგიონის გაძლიერების საკითხში ქალთა ჩართულობა, რამდენად მნიშვნელოვანია მათი როლი ადგილობრივი თემის განვითარებაში, რა ფუნქციას ასრულებენ ისინი კონფლიქტებურ რეგიონებში სახალხო დიპლომატიის აღდგენის კუთხით. ეს იყო ძირითადი თემები შეხვედერისა, რომელიც ზუგდიდში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ეგიდით შედგა. შეხვედრა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ეგიდით, გენდერული კვირეულის ფარგლებში ჩატარდა. ზუგდიდელებთან შესახვედრად სტუმრები დედაქალაქიდანაც ჩავიდნენ. ქართველი ქალები XIX-XX საუკუნეში, რომლებმაც განათლებასა თუ კულტურაში მნიშვნელოვანი ძვრები შეიტანეს, - ლელა გაფრინდაშვილი დამსწრეებს ამ 50 ქალის საქმიანობის შესახებ მოუყვა. შეხვედრას გენდერულ საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ქალთა როლზე თემის გაძლიერების საკითხში, იმ მოხალისეებმაც ისაუბრეს, რომლებიც რამდენიმე წელია გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტში „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისთვის" არიან ჩართულები. აღსანიშნავია, რომ პროექტი 2010 წლიდან ხორციელდება და მიზნად სხვადასხვა რეგიონში მოხალისეებისგან, თვითდახმარების ჯგუფების შექმნას გულისხმობს. ჯგუფები დევნილთა და ქალთა უფლებების გაუმჯობესებაზე, ქართველ, აფხაზ და ოს ქალებს შორის სახალხო დიპლომატიის აღდგენაზე, საკუთარი სოფლებისა თუ ქალაქების, თანამოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებაზე ზრუნავენ. შეხვედრის ბოლოს ქალთა ფონდის მიერ მომზადებული ფილმის, "უთქმელი ისტორიების" ჩვენება შედგა და დისკუსიაც გაიმართა. 2014 წლის გენდერული კვირეული, რომელიც 4 მარტს დაიწყო, ზუგდიდში, ამ შეხვედრით დაიხურა. @vasasi | http://fb.com/vasasisblog http://www.vasassi.com/
მსგავსი ვიდეოები
„ქმედებები ცვლილებებისთვის" - ამ სახელწოდებით რეგიონის განვი...
odishitv
ძლიერი მიგნება ხალისიანი 2022-თვის | სადგურუ
Life Guide
უკანონო ქმედებები საოკუპაციო ხაზთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის ქმედებები დასავლეთის ყურადღების ცენტრში
ამერიკის ხმა
მთავრობის ქმედებები არის არა მხოლოდ უსუსური, არამედ დანაშა...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
რუსეთის ქმედებები და ე.წ. სამხრეთ ოსეთიც სრული ანექსია
Democracy Research Institute DRI
უნიკალური ქმედებები
addvideo.ge
რუსეთის ქმედებები ოკუპირებულ აფხაზეთში – საფრთხე რეგიონული ს...
რეგიონები და ევროკავშირი