სადგურუ საუბრობს იმაზე, თუ როგორი არაფრის შემცვლელი ჩანს საახალწლო რეზოლუციები და რა გვჭირდება სინამდვილეში, რათა გავიუმჯობესოთ ცხოვრებისეული გამოცდილება.
--------------------
ყველაფერი მეტად ნათელი რომ იყოს, განვმარტავ რამდენიმე სიტყვას:
1)Resolution(ლათინურად resolutio) - ნიშნავს გადაწყვეტილებას, დადგენილებას, განკარგულებას. \"საახალწლო რეზოლუცია\" - დაპირება/გადაწყვეტა, რომ ახალ წელიწადს რაღაცას განსხვავებულად გააკეთებ. მაგალითად, \"ახალი წლიდან რეგულარულად ვივარჯიშებ\", \"გავიჩენ ახალ ჰობს\", \"ფულს შევაგროვებ\".
2)Recovery party - \"გამოშუშების წვეულება\". აქ უნდა იგულისხმებოდეს წვეულების შემდგომი წვეულება \"გამოშუშების\" მიზნით. ასეთი შეკრებისას, არ სვამენ ალკოჰოლს და ცდილობენ აღიდგინონ ძალები, \"გამოვიდნენ ნაბახუსევიდან\".
3)Compulsive - კომპულსური. ვიდეოში ნახსენები 'კომპულსური ქცევა' კი ნიშნავს აკვიატებულ ქცევას, რომელსაც ძალაუნებურად ვაკეთებთ. მაგალითად, როცა არ გვინდა რაიმეს გაკეთება, მაგრამ სხვაგვარად არ შეგვიძლია(დავუშვათ, არ გვინდა დიდხანს ვიჯდეთ კომპიუტერთან, მაგრამ, რატომღაც, ეკრანს ვერ ვშორდებით). ანუ კომპულსური შეიძლება დავარქვათ ქმედებას, თუ მას ვაკეთებთ ჩვენდა უნებურად, ჩვენი ნების საპირისპიროდ. შეიძლება ვჭამდეთ კომპულსურად(თავშეუკავებლად), შეიძლება ვიტყუებოდეთ კომპულსურად. კომპულსური ასევე ნიშნავს რაიმეს განმეორებით/მუდმივად გაკეთების ძლიერ სურვილს - მაგალითად, საყიდლებზე წასვლის. თუ ჩვენ ვართ კომპულსურ მდგომარეობაში, ასეთ დროს არ შეგვიძლია შევწყვიტოთ რაიმე დამაზიანებელი ან უსარგებლო ქმედება.
4)Exuberant - ლაღი/ხალისიანი. ეს სიტყვა გამოხატავს მდგომარეობას, როცა სავსე ვართ ენერგიით, აღფრთოვანებით და მხიარულებით. ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს ვეძახით ხოლმე ლაღს, ხალისიანს. არსებობს ასევე გამოთქმა - \"სხივიანი ადამიანი\", რაც ვფიქრობ, ხატოვნად აღწერს ხალისიან პიროვნებას.
5)Conscious - შეგნებული, გაცნობიერებული, გონზე მყოფი; როცა გაქვს გააზრების, აღქმის უნარი; მდგომარეობა, როცა შეგიძლია გაიგო და გააცნობიერო რაიმე. ასევე ნიშნავს ფხიზლად ყოფნას, როცა შეგიძლია ფიქრი და გააზრება, თუ რა ხდება შენ გარშემო.
ამ ვიდეოში იგულისხმება, რომ ცვლილებებისთვის საჭიროა გაუაზრებელი/ძალაუნებური ქმედებების ნაცვლად, ვიყოთ ფხიზლად- გავიაზროთ ჩვენი მდგომარეობა და ვიმოქმედოთ ჩვენი არჩევანის მიხედვით, ჩვენი ნების შესაბამისად. ამისათვის კი, საჭიროა შინაგანი ხალისი.
ვფიქრობ, კონტექსტის მიხედვით, ყველაფერს მიხვდებით.
--------------------
ორიგინალი ვიდეო: • A Powerful Insight for an Exuberant 2...