ბოლნისის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მასშტაბური აქცია იწყება. კამპანია დღეს სოფელ ცურტავსა და დაბა თამარისის ტერიტორიიდან დაიწყო. მიუხედავად არაერთი ორგანიზაციის აქტივობისა დასუფთავების კუთხით, ღნიშნულ ტერიტორიებზე სიტუაცია მაინც განსაკუთრებით მძიმეა. რამდენიმე ადგილზე სტიქიური ნაგავსაყრელია შექმნილი. ტერიტორია დღეს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ გაწმინდა, დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის გამგებელმა და ქვემო ქართლის გუბერნატორის პირველმა მადგილემ მიიღეს. საჯარო მოხელეებმა ტერიტორია ეკალ-ბარდებისგან, პოლიეთილენის პარკების, ბოთლებისა და სხვა ნარჩენებისგან გაასუფთავეს. შეგროვილი ნარჩენების გატანა კომუნალური მეურნეობის სამსახურმა უზრუნველყო.
ჩვენი ოფიციალური არხი Myvideo.ge-ზე : https://goo.gl/xyGXml
ეს ვიდეო Myvideo.ge-ზე : https://goo.gl/1YIMqu
ჩვენი ოფიციალური არხი Myvideo.ge-ზე : https://goo.gl/xyGXml
ეს ვიდეო Myvideo.ge-ზე : https://goo.gl/1YIMqu