კომპანია „არემჯი თანამშრომლებს უფასო სადილით უზრუნველყოფს
კომპანია „არემჯი“ პირველი სექტემბრიდან მასშტაბურ პროექტს ახორციელებს, რომელიც თვის განმავლობაში 2000-მდე თანამშრომელს სრულიად უფასო საკვებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ყოველდღიურად ცვლაში მომუშავე დაახლოებით 1100 მუშა-მოსამსახურე კეთილმოწყობილ კვებით ობიექტებში მათთვის სპეციალურად შერჩეულ მრავალფეროვან კალორიულ საკვებს მიიღებს. თანამშრომლებს, ტენდერის საფუძველზე შერჩეული კომპანია „ფრაგოლას“ მზარეულები მოემსახურებიან და ჯანსაღ საკვებს მოუმზადებენ. როგორც საწარმოში წლობით მომუშავე თანამშრომლები აცხადებენ მათი მუშაობის ისტორიის მანძილზე მსგავსი რამ პირველად ხდება. აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად 25 ადგილობრივი ადამიანი დასაქმდა, რომლებიც კვებით პუნქტებში გადანაწილდა. მშრალი საკვები დაურიგდება ღამის ცვლაში მომუშავე პერსონალსაც. საწარმოს ტერიტორიაზე არსებულ ოთხ კვებით პუნქტს, სადაც თანამშრომლები ისადილებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. კეთილმოეწყო გარემო და დამონტაჟდა საჭირო ტექნიკა. მეხუთე დამატებითი კვებითი ობიექტი კი საყდრისის კარიერზე აშენდა. „არემჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ბალანჩივაძემ საწარმოს ტერიტორიაზე არსებული ყველა კვებითი ობიექტი დეტალურად დაათვალიერა და მომზადებული საკვებიც დააგემოვნა. როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, საწარმოში სამომავლოდ მუშა-მოსამსახურეების საკეთილდღეოდ კიდევ ბევრი პროექტი განხორციელდება. #სოციალურიპასუხისმგებლობა #კარგიამბავი #არემჯი ჩვენი ოფიციალური არხი Myvideo.ge-ზე : http://goo.gl/xyGXml ეს ვიდეო Myvideo.ge-ზე : http://goo.gl/sUxTz4
გაზეთი ბოლნისი-ის სხვა ვიდეოები
როგორ უნდა მოვიქცეთ და ვის უნდა მივმართოთ ქვეწარმა...
ფოთლების დაწვა ჯარიმდება
თბილი ამინდების დადგომას ბოლნისში ქვეწარმავლების მ...
myvideo-ს საჩუქარი დავით რეხვიაშვილს
,,აღმოაჩინე თავი შენი პოეზიაში“ - ახალგაზრდებმა ღი...
01:53
ნაგვის დაყრა აკრძალულია! - მუნიციპალიტეტის ტერიტორ...
02:42
ბოლნისის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით მუდმივმ...
02:25
ძიუდოს სკოლა დავით ნავერიანის სახელობის ტურნირს მა...
მსგავსი ვიდეოები
ჯონი შუბითიძე - არემჯის გენერალური დირექტორი
RMG・არემჯი
ვაქცინაციის პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კობა მენაბდიშვილი - არემჯის წარმოების დირექტორი სამთო-ტექნოლ...
RMG・არემჯი
კომპანია „არემჯი გოლდს“ გარემოს დაცვით ღონისძიებებზე 20 მლნ...
პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი
კომპანია „არემჯი“-ს სტიპენდიანტები ცნობილია
Stu Net
07.02.19. შიდა სემინარები ,,არემჯის'' თანამშრომლებისთვის
RMG・არემჯი
კომპანია ,,არემჯი'' დაბა კაზრეთის მოსახლეობას წიგნს „კაზრეთი...
გაზეთი ბოლნისი
ხმაური კომპანია ''არემჯი გოლდის'' ტერიტორიაზე
RMG・არემჯი