ანსამბლ „თამარიონის სოლო კონცერტმა მხურვალე აპლოდისმენტების თანხლებით ჩაიარა
მუნიციპალიტეტის კულტურის სახლთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „თამარიონმა“ ბოლნისელი ახალგაზრდის დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიება გამართა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ბოლნელი მთავარეპისკოპოსი მეუფე ეფრემი ესწრებოდა. სოფელ რაჭის-უბანში მცხოვრები ამირან ფრუიძე უბედური შემთხვევის გამო რამდენიმე თვეა პარალიზებულია. შემთხვევიდან მალევე, კეთილი ადამიანებისა და ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით, ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. 20 წლის ახალგაზრდას საზღვარგარეთ ხანგრძლივი, ძვირადღირებული რეაბილიტაციის კურსი ესაჭიროება, რისთვისაც ოჯახს ყველანაირი ფინანსური რესურსი ამოეწურა და დახმარებას საზოგადოებას სთხოვს. ამირან ფრუიძე მის სახელზე ჩატარებულ საქველმოქმედო ღონისძიებას დაესწრო და დიდი მადლიერება გამოხატა, როგორც საზოგადოების, ასევე თითოეული მონაწილის მიმართ, რომლებმაც ძალ-ღონე არ დაიშურეს, რათა ღონისძიება შთამბეჭდავი ყოფილიყო. ბოლნისის კულტურის სახლში არაერთი საქველმოქმედო ღონისძიება იმართება. ქორეოგრაფიული ანსამბლი „თამარიონის“ მიერ ჩატარებული კონცერტიც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ბოლნისი ერთიანი და ქველმოქმედია თითოეული მოქალაქის მიმართ. #ბოლნისი #სიკეთეგადამდებია #თამარიონი ჩვენი ოფიციალური არხი Myvideo.ge-ზე : http://goo.gl/xyGXml ეს ვიდეო Myvideo.ge-ზე : http://goo.gl/L3Gaa7
გაზეთი ბოლნისი-ის სხვა ვიდეოები
როგორ უნდა მოვიქცეთ და ვის უნდა მივმართოთ ქვეწარმა...
ფოთლების დაწვა ჯარიმდება
თბილი ამინდების დადგომას ბოლნისში ქვეწარმავლების მ...
myvideo-ს საჩუქარი დავით რეხვიაშვილს
,,აღმოაჩინე თავი შენი პოეზიაში“ - ახალგაზრდებმა ღი...
01:53
ნაგვის დაყრა აკრძალულია! - მუნიციპალიტეტის ტერიტორ...
02:42
ბოლნისის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით მუდმივმ...
02:25
ძიუდოს სკოლა დავით ნავერიანის სახელობის ტურნირს მა...
მსგავსი ვიდეოები
ანსამბლ „თამარიონის" სოლო კონცერტი
გაზეთი ბოლნისი
ანსამბლი „თამარიონი“ სოლო კონცერტისთვის ემზადება
გაზეთი ბოლნისი
ქორეოგრაფიული ანსამბლი თამარიონი სოლო კონცერტისთვის ემზადება
გაზეთი ბოლნისი
ანსამბლ თამარიონის საიუბილეო კონცერტი
გაზეთი ბოლნისი
#ახალიდღე ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი საფრანგეთის პრესტი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ანსამბლი „თამარიონი" გილოცავთ შობა-ახალ წელს!
გაზეთი ბოლნისი
ანსამბლი თამარიონი
nino qarumidze
ანსამბლი თამარიონი-ცეკვა სვანური
Giorgi Dalaqishvili