17 ოქტომბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ მარნეულის კულტურის ცენტრში კინოკლუბი გახსნა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სახელით მარნეულის მუნიციპალიტეტს კინოჩვენებებისათვის საჭირო აპარატურა გადასცა.
ახლადგახსნილ კინოკლუბში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, მიულოცა ახალი კლუბის გახსნა და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ისპანდიარ ქერიმოვთან ერთად ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმი ითვალისწინებს რეგიონში მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურული და საგანმანათლებლო დონის ამაღლებას კინემატოგრაფიის დარგში.
ახალი კინოკლუბი რეზო ჩხეიძის მხატვრული ფილმით „ჯარისკაცის მამა\" გაიხსნა. პრემიერას ესწრებოდა თავად ფილმის რეჟისორი, რომელმაც სიტყვით მიმართა მოწვეულ სტუმრებს, ისაუბრა ფილმის შექმნის ისტორიასა და გადაღების პროცესზე.
ღონისძიებას ასევე დაესწრნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი, მინისტრის მრჩეველი გიორგი გეგეჭკორი, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელობა და აზერბაიჯანელი სტუმრები.
http://www.culture.gov.ge
/ culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
/ culturegovge
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045