"Dancing To Connect"
5 აპრილს, 19:00 სთ-ზე, ალ. გრიბოედოვის სახელობის რუსულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გიწვევთ Battery Dance Company-ის მიერ მომზადებულ პროექტზე "Dancing To Connect" ("ცეკვა აკავშირებს").
წარმოდგენილი იქნება Battery Dance Company-ის პედაგოგების მიერ დადგმული ქორეოგრაფია 100 ახალგაზრდის მონაწილეობით, რომელიც ხუთდღიანი ინტენსიური ტრეინინგის შედეგად შეიქმნა.
ამერიკელ არტისტებთან ერთად პროექტში მონაწილეობას მიიღებენ:
ვ.ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის მოსწავლეები;
საზოგადოება "ბილიკის" დღის ცენტრების, სამოქალაქო კლუბების მოზარდები და ორგანიზაციის მოხალისეები;
საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული მიმართულების III კურსის სტუდენტები;
ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები";
ჯგუფი "ბუთა" (მარნეული).
დასწრება თავისუფალია!
პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.
http://www.culture.gov.ge/
/ culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
/ culturegovge
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045