გურამ ოდიშარიამ მარნეულში კინოკლუბი გახსნა
17 ოქტომბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ მარნეულის კულტურის ცენტრში კინოკლუბი გახსნა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სახელით მარნეულის მუნიციპალიტეტს კინოჩვენებებისათვის საჭირო აპარატურა გადასცა. ახლადგახსნილ კინოკლუბში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, მიულოცა ახალი კლუბის გახსნა და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ისპანდიარ ქერიმოვთან ერთად ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმი ითვალისწინებს რეგიონში მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურული და საგანმანათლებლო დონის ამაღლებას კინემატოგრაფიის დარგში. ახალი კინოკლუბი რეზო ჩხეიძის მხატვრული ფილმით „ჯარისკაცის მამა" გაიხსნა. პრემიერას ესწრებოდა თავად ფილმის რეჟისორი, რომელმაც სიტყვით მიმართა მოწვეულ სტუმრებს, ისაუბრა ფილმის შექმნის ისტორიასა და გადაღების პროცესზე. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი, მინისტრის მრჩეველი გიორგი გეგეჭკორი, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელობა და აზერბაიჯანელი სტუმრები. http://www.culture.gov.ge / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
გურამ ოდიშარიამ მარნეულში კინოკლუბი გახსნა
culturegovge culturegovge
მინისტრის ვიზიტი მარნეულში
culturegovge culturegovge
ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მარნეულში
culturegovge culturegovge
"Dancing To Connect"
culturegovge culturegovge
ცეკვა აკავშირებს - Dancing to Connect
culturegovge culturegovge
ცეკვა აკავშირებს - Dancing to Connect
culturegovge culturegovge
გურამ ოდიშარიამ
info9 info99
გურამ ოდიშარიამ ესტონეთის დელეგაციას მიიღო
culturegovge culturegovge