მინისტრის ვიზიტი მარნეულში

18.09.2013 00:36

18 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრს ესტუმრა. მინისტრმა მოინახულა ქალაქ მარნეულის „ჩაის სახლის" შენობა, სადაც აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს შეხვდა. „ჩაის სახლი" 2010 წელს საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდა აზერბაიჯანელებისთვის დაფუძნდა, შენობაში მოქმედებს ჭადრაკის წრე, აზერბაიჯანული და ქართული ენების შემსწავლელი კურსები და სხვა. შენობის რეკონსტრუქციამ ასევე ხელი შეუწყო აზერბაიჯანელი ხალხის „ჩაის სმის" ტრადიციის აღორძინებას. მინისტრმა ვიზიტის ფარგლებში მოინახულა სოფელ ქეფენეხჩში აშუღ ქამანდარის სახლი სადაც მისი ბიუსტი გაიხსნა. ცნობილი აზერბაიჯანელი მოღვაწე აშუღ ქამანდარი (ქამანდარ, ჰამიდ ოღლი ეფენდიევი) ბორჩალოს აშუღური სკოლის სახელგანთქმული წარმომადგენელი და აზერბაიჯანული ლექსების კრებულის ავტორია. ღონისძიებებს დაესწრნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აზერ ჰუსეინი, კომპანია SOCAR-ის გენერალური დირექტორი-მაჰირ მამედოვი და მოწვეული სტუმრები აზერბაიჯანიდან. http://www.culture.gov.ge/   / culturegovge   http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება: