ინერტული მასალების მოპოვება


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში მდინარე აჭიდან ინერტული მასალის მოპოვებას რამდენიმე დღეა სოფლის მოსახლეობა აპროტესტებს. მათი თქმით, სამუშაოებს არაკანონიერად აწარმოებენ, რაც სოფელს საფრთხეს უქმნის.

მიმდინარე სამუშაოების შემოწმების შემდეგ წიაღის ეროვნულმა სააგენტომ კომპანიებს შესაბამისი დოკუმენტაციის უქონლობის გამო ლიცენზიები შეუჩერა.

სოფლის მოსახლეობა საპროტესტო აქციების გაგრძელებას მანამდე გეგმავს, სანამ მდინარე აჭზე კარიერები არ გაუქმდება. ადგილობრივი ხელისუფლება ლიხაურელებს პრობლემის მოგვარებას დაპირდა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან