უბედური შემთხვევა ჯვარში


უბედური შემთხვევა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში .
ერთ-ერთ კარიერზე, ინერტული მასალის მოპოვებაზე მომუშავე ტრაქტორისტს ტრაქტორი დაღმართზე დაუგორდა, თვითონ გადახტა, მაგრამ ტრაქტორმა გადაუარა, რის შედეგადაც ადგილზევე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
გარდაცვლილი ქუთაისის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტ- კრიმინალისტები.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან