უბედური შემთხვევა

16.07.2019 00:56

ისანში, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. იგი პროზექტურაში გადაასვენეს. ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდა ბიჭი ლიფტის შახტაში ჩავარდა. დოლაბაურის ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ ახაგაზრდა მშენებლობაზე რამდენიმე დღის განმავლობაში მუშაობდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის, მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: