რაჭა-ლეჩხუმის ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაცია

18.04.2015 13:35

სოფლის მეურნეობა, საწარმოთა განვითარება და ტურიზმი, - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ეკონომიკურ პოტენციალზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ამბროლაურში, ბიზნესმენებთან შეხვედრისას ისაუბრა. მთავრობის მეთაურმა მეწარმეებს ახალი სამთავრობო პროექტი - „ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის“ წარუდგინა და აღნიშნა, რომ რეგიონში არსებობს უამრავი რესურსი მეფრინველეობის, მესაქონლეობის, რძის, ხორცის წარმოების, ხილ-ბოსტნეულის, კენკროვანი კულტურების, მეფუტკრეობის, სასათბურე და სანერგე მეურნეობების განვითარების, მეთევზეობის, თევზის გადამამუშავებელი წარმოების, სამაცივრე მეურნეობის, მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების მიმართულებით. „რაც შეეხება საწარმოების განვითარების პერსპექტივას, ვფიქრობ, რომ რეგიონს აქვს რაჭული ლორის, იშვიათი ღვინოებისა და კენკროვანი კულტურების პროდუქციის წარმოების უნიკალური რესურსი, რაც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურმა თითოეული რაიონის პოტენციალზე კონკრეტულად ისაუბრა - ამბროლაურს აქვს სოჭის სანერგე მეურნეობების განვითარების, რაჭული ლორის წარმოების რესურსი; ლენტეხს აქვს ოქროს მოპოვების რესურსი; ონს - ოქროს მოპოვების, რაჭული ლორის წარმოების, „უწერის“ მინერალური წყლის ჩამოსხმის და, ზოგადად, შოვში არსებული მინერალური წყლების პოტენციალის გამოყენების რესურსი. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ცაგერში, მინერალური წყლების ბაზაზე, შესაძლებელია როგორც მათი მომპოვებელი, ისე ჩამოსასხმელი საწარმოების შექმნა. „ყველა რაიონს აქვს ხე-ტყის გადამუშავების, ავეჯის წარმოების, ინერტული მასალების მოპოვების, მტკნარი წყლის ჩამოსხმის, ასევე რძის მიღება-გადამუშავების რესურსი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ვრცლად, რეგიონში მთავრობის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ იხილეთ : http://gov.ge/index.php?lang_id=GEO\u0026s...

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ქუთაისში ტურიზმის განვითარების შესახებ იმსჯელეს-გამოცდილება ქართველებს ჩეხებმა გაუზიარეს
02:09

ქუთაისში ტურიზმის განვითარების შესახებ იმსჯელეს-გამოცდილება...

Mega TV - ტელეკომპანია მეგა

რა პროექტი ხორციელდება რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ეკონომიკური გაძლიერებისთვის?
19:34

რა პროექტი ხორციელდება რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ეკონო...

Business Media Georgia

ონლაინგაკვეთილები უინტერნეტოდ - როგორ (ვერ) სწავლობენ ბავშვები საქართველოს მთიანეთში
04:53

ონლაინგაკვეთილები უინტერნეტოდ - როგორ (ვერ) სწავლობენ ბავშვე...

Mtisambebi / მთის ამბები

მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებ ქალთა საჭიროებები
04:05

მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებ ქალთა საჭიროებები

Tamara Karelidze

შშმ გოგონას და მცირეწლოვანი ბავშვების ყოფა უმძიმეს პირობებში
02:16

შშმ გოგონას და მცირეწლოვანი ბავშვების ყოფა უმძიმეს პირობებში

R-CSN Georgia

რაჭა ლეჩხუმის საფეხმავლო ბილიკების მონიშვნები 2017 წ შაორი
00:48

რაჭა ლეჩხუმის საფეხმავლო ბილიკების მონიშვნები 2017 წ შაორი

Niko Javakhishvili

რაჭა ლეჩხუმის საფეხმავლო ბილიკების მონიშვნები 2017 წ შაორი.
01:12

რაჭა ლეჩხუმის საფეხმავლო ბილიკების მონიშვნები 2017 წ შაორი.

Niko Javakhishvili

რაჭა ლეჩხუმის საფეხმავლო ბილიკების მონიშვნები 2017 წ მუხური
00:57

რაჭა ლეჩხუმის საფეხმავლო ბილიკების მონიშვნები 2017 წ მუხური

Niko Javakhishvili

ყველა ვიდეო