ქუთაისში ტურიზმის განვითარების შესახებ იმსჯელეს-გამოცდილება ქართველებს ჩეხებმა გაუზიარეს


📌 გამოგვყევით Youtube-ზე http://bit.ly/M3GAtv 👈

ქუთაისში ქალაქ დეჩინის კულტურისა და ტურიზმის ცენტრის წარმომადგენლის ელისკა სტრელკოვას პრეზენტაცია გაიამრთა თემაზე ქალაქ დეჩინის ტურიზმის ინდუსტრიის განვითარება. მან ჩეხეთის პატარა მწვანე ქალაქის მაგალითზე, პოსტინდუსტრიული ქალაქის ახალი სიცოცხლის მიცემის მიზნით, დამსწრე აუდიტორიას მდგრადი ტურიზმის, ტურიზმის ინდუსტრიის მარკეტინგის, სოციალური მედიისა და PR-აქტივობების შესახებ გაუზიარა თავისი გამოცდილება. ღონისძიებას დაესწრებიან იმერეთის, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. ღონისძიება
ევროკავშირის მხარდაჭერით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ორგანიზებით, პროგრამის „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ ფარგლებში ჩატარდა. ევროკავშირის 6.5 მილიონი ევროს დაფინანსებით, ხოლო გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს 1 მილიონი ევროს კონტრიბუციით, GIZ 4 წლიან პროგრამას - ახორციელებს, რათა გამოავლინოს გამოუყენებელი ეკონომიკური და სოციალური პოტენციალი საქართველოს ოთხ რეგიონში - გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთი.

ვიდეოები „Mega TV - ტელეკომპანია მეგა"-ისგან