მინისტრი სახელოვნებო სასწავლებლებში ჩარიცხულ წარმატებულ სტუდენტებს შეხვდა
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე სახელოვნებო სასწავლებლებში ჩარიცხულ იმ სტუდენტებს შეხვდა, რომლებმაც წელს მისაღებ გამოცდებზე ყველაზე მაღალი ქულები მიიღეს. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, თეატრალური უნივერსიტეტისა და თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს მინისტრმა წარმატება მიულოცა და სამინისტროს მიერ გამოცემული წიგნები გადასცა. მიხეილ გიორგაძემ სტუდენტებს სასწავლებლებთან დაკავშირებული მიმდინარე თუ სამომავლო პროექტები გააცნო, ასევე, ინფორმაცია მიაწოდა თეატრალური უნივერსიტეტისა და სამხატვრო აკადემიის შენობების რეაბილიტაციის პროცესის შესახებ, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, აქტიურ ფაზაშია შესული. სტუდენტებმა მინისტრს საკუთარი მოსაზრებებიც გაუზიარეს კულტურის სფეროს განვითარების შესახებ. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
რეფორმა სამუსიკო და სახელოვნებო სასწავლებლებში
culturegovge culturegovge
სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლები
culturegovge culturegovge
ვიზიტი აჭარაში
culturegovge culturegovge
ვიზიტი აჭარაში
culturegovge culturegovge
ვიზიტი აჭარაში
culturegovge culturegovge
ვიზიტი აჭარაში
culturegovge culturegovge
კულტურის მინისტრის ვიზიტი კონსერვატორიაში
culturegovge culturegovge
მინისტრის საჩუქარი რეგიონებს
culturegovge culturegovge