2 ივლისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია ეწვია ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას და შეხვედრა გამართა კონსერვატორიის რექტორთან რეზო კიკნაძესთან. შეხვედრას ასევე, დაესწრენენ კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებლები.
გურამ ოდიშარია გაეცნო სახელოვნებო სასწავლებელში მიმდინარე პროცესებსა და არსებულ პრობლემებს, დაათვალიერა კონსერვატორიის ბიბლიოთეკა, მუზეუმი და ასევე დაესწრო მუსიკალურ საღამოს, რომელზეც შესრულდა ფელიქს, ალოიზ, ვალერიან და დაგმარა მიზანდარების მიერ შექმნილი საფორტეპიანო, კამერული და ვოკალური ნაწარმოებები. ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნა მიზანდარების ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ვიდეო მასალა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმის დირექტორი მარინე ჩიხლაძე და მოწვეული სტუმრები.
კონცერტის დასასრულს, კომპოზიტორმა ლევან მიზანდარმა კონსერვატორიის მუზეუმს გადასცა მიზანდარების ისტორიულ საგვარეულო ნივთები და როიალი, რომელზეც აღიზარდა ვალერიან ფელიქსის ძე მიზანდარი (1894-1926), ერთ-ერთი პირველი ქართველი დირიჟორი, სახალხო გვარდიის სასულე ორკესტრის დამაარსებელი, ევგენი მიქელაძის აღმზრდელი - მასწავლებელი, 1919-23 წლებში თბილისის სახ. ოპერის დირიჟორი.
http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
/ culturegovge
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045