კულტურის მინისტრის ვიზიტი ლიტვაში დასრულდა
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, გურამ ოდიშარიას ოფიციალური ვიზიტი ლიტვაში დასრულდა. გურამ ოდიშარია ვილნიუსში ლიტვის კულტურის მინისტრის, შარუნას ბირუთისის მიწვევით იმყოფებოდა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია ლიტვის ისტორიულ დედაქალაქ თრაქაიში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ლიტველ კოლეგასთან ერთად დაესწრო. ლიტვაში საქართველოს საელჩოს მიერ მოწყობილ დღესასწაულს ლიტვის სეიმის თავმჯდომარე ლორეტა გრაუჟინიენესი, სხვა ოფიციალური პირები და ლიტვის ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესტუმრენ. საღამო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ბალტიისპირეთის ქვეყნებში საგასტროლოდ მყოფმა ანსამბლ „ქართული ხმების" წევრებმა გაალამაზეს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს კულტურის მინისტრი ლიტვის კულტურის სამინისტროს ესტუმრა და ლიტველ კოლეგასთან ერთობლივ სამომავლო პროექტებსა და თანამშრომლობაზე ისაუბრა. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერამდე ცოტა ხნით ადრე ევროკავშირის წევრ მეგობარ ქვეყანაში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლის ვიზიტს განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
გურამ ოდიშარიას ვიზიტი ლიტვაში
culturegovge culturegovge
კულტურის მინისტრის ვიზიტი ლიტვაში
culturegovge culturegovge
კულტურის მინისტრის ვიზიტი ლიტვაში
culturegovge culturegovge
კულტურის მინისტრის ვიზიტი თურქეთში-მიხეილ გიორგაძე თურქ კოლე...
culturegovge culturegovge
კულტურის მინისტრის ვიზიტი თურქეთში
culturegovge culturegovge
კულტურის მინისტრის ვიზიტი აჭარაში
culturegovge culturegovge
კულტურის მინისტრის ვიზიტი კონსერვატორიაში
culturegovge culturegovge
კულტურის მინისტრის ვიზიტი ვარძიაში
culturegovge culturegovge