რეფორმა სამუსიკო და სახელოვნებო სასწავლებლებში
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ დააკმაყოფილა მუსიკალური და სახელოვნებო სასწავლებლების მოთხოვნა ახალი სასწავლო პროგრამის შესახებ. სამინისტროს ინიციატივით მიმდინარეობს პროგრამის პროექტზე მუშაობა, რაც ერთგვარი რეფორმის ხასიათს ატარებს. 18 ოქტომბერს აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია სხვადასხვა რაიონების მუნიციპალიტეტების გამგებლებს, ასევე კულტურის სამსახურის ხელმძღვანელებს შეხვდა, განხილვას მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი დაესწრო. პროექტი გულისხმობს 2014 წლიდან, ექვსწლიანი მუსიკალური და სახელოვნებო სკოლების შვიდწლიან სწავლებაზე გადასვლას (რეფორმაში ჩართულობა ნებაყოფლობითია); შვიდწლედის, ცხრაწლედის და თერთმეტწლედისთვის სპეციალური სასწავლო პროგრამების შემუშავებას და ასევე, სკოლის დამთავრების დამადასტურებელი მოწმობების გაცემას არა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, არამედ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ. პროექტის განხორციელების შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან გაფორმდება მემორანდუმები სამინისტროს მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამების რეგიონულ სამუსიკო სკოლებში დანერგვის მიზნით. აღნიშნული რეფორმა რეგიონების მოსწავლე ახალგაზრდების სასწავლო პროგრამის გაუმჯობესებას, ცოდნის ამაღლებას ემსახურება და მასში ჩართვა ნებაყოფლობითია. მინისტრთან შეხვედრაზე აღნიშნულ საკითხებთან ერთად განიხილება მოწმობების ნიმუშის ვერსიები. მინისტრმა გაითვალისწინა სახელოვნებო და სამუსიკო სკოლების პედაგოგების, ხელოვანების, მოსწავლეების მოსაზრებები, რის შედეგადაც, მინისტრის ბრძანებით, კონსერვატორიაში დარგის სპეციალისტებისგან სპეციალური კომისია შეიქმნა. კომისიამ, ფაქტობრივად, უკვე დაასრულა შვიდწლედის, ცხრაწლედის და თერთმეტწლედის სასწავლო პროგრამებზე მუშაობა. http://www.culture.gov.ge http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
#ახალიკვირა სპეცდანიშნულების რაზმების რეფორმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რეფორმა საგადასახადო სისტემაში და შეთავაზება ინვესტორებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რეფორმა ენერგეტიკის სექტორში
პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი
რეფორმა დაცული არჩევნებისთვის
TV IMEDI
საარჩევნო რეფორმა - კომისიის პირველი სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რეფორმა სასკოლო განათლების სფეროში
TV IMEDI
მთავრობის სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რეფორმა საგადასახადო დავების განხილვის საბჭოში
პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი