საარჩევნო რეფორმა - კომისიის პირველი სხდომა

08.02.2021 07:44

რეფორმა, რომელმაც არჩევნების ჩატარების წესები და საარჩევნო კოდექსი უნდა შეცვალოს, - „ქართულ ოცნებასა“ და ალეკო ელისაშვილის პარტიას შორის გაფორმებულ მემორანდუმზე მუშაობა დაიწყო.

პოზიციების შესაჯერებლად დრო ცოტაა. შეთანხმება პირველ მარტამდე კანონპროექტად უნდა იქცეს. პოლიტიკოსებით და არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის და ცესკო-ს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფის წევრები დღევანდელ პირველ შეხვედრაზე კონკრეტული წინადადებებით მივიდნენ. მესამე სექტორის შენიშვნები საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესს ეხება. შეიცვლება თუ არა კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარე, რომლის გადაყენება ელჩების მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკების რაუნდების დროს ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო.

ხელისუფლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიები საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფში ჩართვაზე უარს ამბობენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Compania