საარჩევნო რეფორმა


გვიან ღამემდე მიმდინარეობდა პირველი მოსმენით საარჩევნო რეფორმის განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. ცვლილებათა პაკეტი სამუშაო ჯგუფმა მოამზადა და უკვე ინიცირებულია. პროცესი ოპოზიციის ნაწილის ჩართულობით წარიმართა. მთავარი სიახლე 2024 წლიდან ელექტრონულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაა. იქ, სადაც ელექტრონული სისტემა არ იქნება, ბიულეტენების სრულად გაციფრულება მოხდება. ორმაგდება ჯარიმები ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებისთვის, ცვლილებები ეხება საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობის დაწესების ვადებსაც. მარკირება სავალდებულო დარჩება იმ ამომრჩევლებისთვის, ვინც გადასატანი საარჩევნო ყუთით ისარგებლებს, პარტიებისთვის განახევრდება წლიური ხარჯების ზედა ზღვარიც. ელექტრონული სისტემის 70-პროცენტიან მოცვას აპროტესტებს ოპოზიციური სპექტრი, მათი განმარტებით ამომრჩეველი თანაბარ პირობებში უნდა იყოს და ყველანაირი რესურსის დამატება უნდა მოხდეს, რომ ეს რიცხვი ას პროცენტამდე გაიზარდოს. კანონპროექტს ოთხშაბათს პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს. მას შემდეგ რაც პარლამენტი ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს, კანონპროექტი ითარგმნება და ეუთო /ოდირსა და ვენეციის კომისიას გაეგზავნება. თუ ერთი თვის ვადაში დასკვნა მიღებული იქნება, მმართველ გუნდში ვარაუდობენ, რომ საშემოდგომო სესიის ბოლომდე ცვლილებები სამივე მოსმენით დამტკიცდება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან