სამეგრელოს გუბერნატორს კიდევ ორი ახალი მოადგილე ჰყავს

08.08.2019 00:42

სახელმწიფო რწმუნებულს ალექსანდრე მოწერელიას ორი ახალი მოადგილე ჰყავს. მალხაზ თორიას ნაცვლად დავით ვერავა, ხოლო კობა ქანთარიას ადგილას ნუკრი ხასია დაინიშნა. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ჟურნასლიტებს დღეს განუცხადა.„ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორიგნი, ბატონი ნუკრი დაკავშირებულია ამ პროექტებთან, დავით ვერავა ფინანსისტია და ორივე მიმართულება მნიშვნელოვანია ჩვენთვის", - აღნიშნა მოწერელიამ. ძველი მოადგილეებიდან პოსტი მხოლოდ ნინო ვიბლიანმა შეინარჩუნა. პირველ მოადგილედ ალექსანდრე მოწერელიამ პირველ აგვისტოს დავით ფარცვანია წარადგინა. დავით ვერავა გიორგი შენგელიას წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდა, მანამდე ის "„ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატი იყო ზუგდიდის ერთ-ერთ უბანში. ნუკრი ხასია კი ფონდ "ქართუს" წარმომადგენელია. ის ზუგდიდან ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ხეების გადატანას კურირებდა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook:   / rado.atinati   Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter:   / atinati1059   Instagram:   / radioatinati1059fm

გაზიარება: