ზუგდიდში იუნკერთა და 1924 წელს აჯანყებულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
ზუგდიდში, ე.წ. ფრანგულ პარკში, 1924 წლის აჯანყებისას დახვრეტილთა და რეპრესირებულთა, ასევე, 1921 წელს დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგეს. მემორიალი გვირგვინით შეამკეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ქალაქის მაჟორიტარმა მერაბ ქვარაიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა. „დღეს კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს იუნკერთა ხსოვნას. ეს დღე არის ისტორია ჩვენი ბრძოლის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. დღევანდელი დღეს კიდევ ერთხელ გვახსენებს წასრულს, რომ გვაქვს ტერიტორიები, სადაც არ ვრცელდება ჩვენი იურისდიქცია და წინ გვაქვს ამოცანა გამთლიანების, აფხაზი და ოსი ძმების შემორიგების, მომავალი ძლიერებისა და ერთიანი მომავლის“, - აღნიშნა ქალაქის მაჟორიტარმა. ზუსტად 98 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის – ანექსია. „ქედს ვიხრით იმ ადამიანების წინაშე, ვინც გაიღო სისხლი ჩვენი დამოუკიდებლობისთვის და პატივს მივაგებთ საქართველოს დამოუკიდებლობის დასაცავად დაღუპულ გმირებს“, - თქვა მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ. ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, მთელ საქართველოში, მათ შორის, სამეგრელო-ზემო სვანეთში, ადმინისტრაციულ შენობებზე დროშები დაშვებულია რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
„არა ოკუპაციას, არა რუსეთს“ - ენმ-მ ენგურის ხიდზე აქცია გამა...
Radio Atinati
ვლაქერნობის დღესასწაული
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზუგდიდში ყველა ბიუსტს სამოქალაქო აქტივისტებმა თვალზე წითელი...
Maestro Television
აქცია ზუგდიდში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვერ დაგვაბრმავებთ - ზუგდიდში აქციის ძალის გამოყენებით დაშლა...
Radio Atinati
გაერთიანებული ოპოზიცია გადასატანი ყუთის მეშვეობით გაყალბების...
Radio Atinati
კომბინატის სპორტკომპლექსის გადასარჩენად
მაუწყებელი • Mautskebeli
ზუგდიდში კიბოს სკრინინგის თემაზე იმსჯელეს
Radio Atinati