სამეგრელოს გუბერნატორს კიდევ ორი ახალი მოადგილე ჰყავს

08/08/2019
Radio Atinati-ის მიერ

სახელმწიფო რწმუნებულს ალექსანდრე მოწერელიას ორი ახალი მოადგილე ჰყავს. მალხაზ თორიას ნაცვლად დავით ვერავა, ხოლო კობა ქანთარიას ადგილას ნუკრი ხასია დაინიშნა. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ჟურნასლიტებს დღეს განუცხადა.„ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორიგნი, ბატონი ნუკრი დაკავშირებულია ამ პროექტებთან, დავით ვერავა ფინანსისტია და ორივე მიმართულება მნიშვნელოვანია ჩვენთვის\", - აღნიშნა მოწერელიამ.

ძველი მოადგილეებიდან პოსტი მხოლოდ ნინო ვიბლიანმა შეინარჩუნა.

პირველ მოადგილედ ალექსანდრე მოწერელიამ პირველ აგვისტოს დავით ფარცვანია წარადგინა.

დავით ვერავა გიორგი შენგელიას წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდა, მანამდე ის \"„ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატი იყო ზუგდიდის ერთ-ერთ უბანში. ნუკრი ხასია კი ფონდ \"ქართუს\" წარმომადგენელია. ის ზუგდიდან ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ხეების გადატანას კურირებდა.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati  
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter:   / atinati1059  
Instagram:   / radioatinati1059fm

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან