აშშ-ს საელჩოს და ევროკავშირის დელეგაციის განცხადება

13.06.2019 04:34

ბოლო ეტაპი სასამართლო სისტემის რეფორმირების პროცესში. პარლამენტი მეოთხე ტალღით გათვალისწინებული ცვლილებების განსახილველად ემზადება. სამუშაო ჯგუფის რამდენიმეთვიანი კონსულტაციების შემდეგ მომზადებულ კანონპროექტს, კენჭისყრაზე სავარაუდოდ, ივლისში გაიტანენ. დოკუმენტს ამერიკის და ევროკავშირის სრული მხარდაჭერა აქვს. დღეს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში, აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის დელეგაცია წერენ, რომ მოსალოდნელი ცვლილებები სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს გაზრდის. საერთაშორისო პარტნიორების ასეთი შეფასების მიუხედავად, კანონპროექტის განხილვა დიდი ალბათობით, ხმაურიანად წარიმართება, რადგან ოპოზიცია მესამე სექტორის ნაწილთან ერთად პროექტს ფასადურად მიიჩნევს. კანონ-პროექტით დგინდება, რა შემთხვევები ჩაითვლება მოსამართლის მხრიდან დისციპლინურ გადაცდომად, რა პროცედურებით აირჩევენ სასამართლოების თავმჯდომარეებს და იუსტიციის საბჭოს ხელმძღვანელს და როგორ მოხდება იუსტიციის სკოლის რეფორმა.                                                             ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო