● წავალ გავერთობი

08/22/2013
TheApokaliptos-ის მიერ

სავსეა სამყარო ეული სულებით
ცოცხლად რომ დადიან -- არა წარსულებით.
შენთვის სულერთია, მე სად ვარ, სრულებით
შენ ჩემგან მიდიხარ სხვა მიმართულებით.
მე შემოგეგებე ლექსებით ულევით,
შენ კი გართული ხარ, რატომღაც ნულებით.
მოდიან, მიდიან ყინულის გულებით,
უნახავს ხიბლავენ მომწვანო ❝ფულებით❞...
და ქულებს იწერენ უგრძესი ლულებით.
მე კი ლექსები მაქვს უღრმესი წყლულებით,
ჩემი სიზმრებია სავსე ჯურღმულებით,
თითქოსდა ტვინი გამომცალეს ცულებით.
წავალ გავერთობი მე სხვა ცუნცულებით.

ნიკო გომელაური
   • 🎭 ✍ გომელაური ✍ 🎭