● დრო ყველაფრის მკურნალია
დრო ყველაფრის მკურნალია,
ოღონდ ჩემი არა.
საოცარი უნარია
დარდი წარა-მარა.
რასაც ვფიქრობ, გადმოვისვრი
უმარტივეს ლექსად.
წარსულს ვათრევ ჩემი კისრით,
ვერ ვიშორებ ვერსად.
როცა მოხუცს ვხედავ ვინმეს,
მახსენდება პაპა.
ცა, ვარსკვლავებს რომ ჩაიბნევს
დედაჩემის კაბა.
ცის ცრემლებზე მახსენდება
მე სიტყვები მამის . . .
ღვინო სანამ გამეხსნება,
მეც ავტირდე ლამის.
ღამე სმაში მათენდება
დამეკარგა ღერძი . . .
კიდევ რა არ მახსენდება,
კიდევ რას არ ვებრძვი.
საოცარი უნარია
დარდი წარა-მარა.
დრო ყველაფრის მკურნალია
-ოღონდ ჩემი არა...
ნიკო გომელაური
• 🎭 ✍ გომელაური ✍ 🎭
მსგავსი ვიდეოები
რა ხდებოდა "იბერიას" ეზოში სადაც ნიკა გვარამია და სხვა ჟურნა...
Georgia Official
კაცი გამოძახებით ● Kaci Gamodzakhebit
კაცი გამოძახებით • Kaci Gamodzakhebit
Amson - დრო გავიდა / dro gavida (Geo Rap)
TastefulMusic
ლალა ივანიშვილი - დრო მიდის თავდება / Lala ivanishvili - Dro...
Exclusive TV Music Official
● როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა
TheApokaliptos
თამარ ალადაშვილი და ჯგუფი არგო - დრო
Georgia Official
სოფი რაფაელა ✅ თბილისის დრო - ლიკა სილაგავასთან ერთად
YouTube Music
PKTV. მაიორი ზურაბ ხუციშვილი: დადგა დრო "თამასუქებით" ვალებ...
PK TV2