სუმიდან ევაკუაციის პირველი ეტაპი მიმდინარეობს
სუმიდან ჰუმანიტარული დერეფნით ევაკუაციის პირველი ეტაპი მიმდინარეობს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ტერიტორიის დატოვება მხოლოდ პოლტავის მიმართულებით ხდება. სუმში განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად, სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ორი მცირეწლოვანია. ნანგრევებში მოყოლილთა ძიება გრძელდება. გავრცელებული ცნობით, ქალაქში, საცხოვრებელ უბანში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 500 კილოგრამიანი ბომბი ჩამოაგდეს. რაც შეეხება მარიუპოლს, სადაც კიდევ ერთი ჰუმანიტარული დერეფანი უნდა ამოქმედებულიყო, შეთანხმების მიუხედავად, რუსეთის საოკუპაციო ძალები შეტევას აგრძელებენ. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, ოკუპანტების წინსვლა მნიშვნელოვნად შენელებულია, რუსი სამხედროები დემორალიზებული არიან, ხშირად მიმართავენ მოროდიორობას და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს არღვევენ. ძლიერი ხანძარი იყო ჟიტომირში, სადაც ავიაიერიშის შედეგად ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა. განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ომის მეჩვიდმეტე დღე უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტიქია ჰავაის კუნძულებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჰუმანიტარული დერეფნები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსული ჯარი კიევიდან 25 კილომეტრში დგას
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი მოქმედებების მეთოთხმეტე დღე უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ასაკობრივი ჯგუფები TikTok YouTube Instagram
კორესპონდენტი ირაკლი უცნაური სუნიდან
TV IMEDI