ომის მეჩვიდმეტე დღე უკრაინაში
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან მე-17 დღეს 79 ბავშვია დაღუპული, 100-ზე მეტი კი დაჭრილი. ყველაზე დიდი მსხვერპლია კიევში, ხარკოვში, სუმიში, ხერსონსა და ჟიტომირში. განადგურებულია ათამდე ბავშვთა საავადმყოფო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ღამით ფრთოსანი რაკეტებით დაიბომბა ქალაქ ლუცკთან მდებარე აეროპორტი, სადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა. ასევე დაიბომბა ნავთობის ბაზა ვასილკოვოში, ადგილზე ხანძრის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ. შეტაკებები იყო ხარკოვშიც, სადაც ამ დრომდე გრძელდება სამაშველო სამუშაოები. მაშველები რამდენიმე დღის წინ განხორციელებული დაბომბვების შედეგად ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ამოყვანას ცდილობენ. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ბრძოლები ქალაქ ნიკოლაევში, სადაც რუსულმა ჯარებმა ონკოლოგიური საავადმყოფო დაბომბეს. ღამით საჰაერო განგაშის სიგნალი და აფეთქების ხმა ისმოდა კიევსა და მის შემოგარენში. ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქ ჩერნიგოვშიც, სადაც გავრცელებული ცნობით, რუსულმა მხარემ სასტუმრო „უკრაინა“ დაბომბა. ცხელი წერტილებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით ჰუმანიტარული დერეფნების მოწყობა დღესაც უნდა გაგრძელდეს. უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, გასულ დღეს საბრძოლო მოქმედებების არეალიდან 7 000-ზე მეტი მოქალაქის გამოყვანა მოხერხდა. დაგეგმილია მოსახლეობის გამოყვანა კიევიდან, ხარკოვიდან, ოდესიდან, სუმიდან, ლებედინიდან, კონოტოპიდან და კრასნო-პოლიედან. უკრაინაში არსებულ ვითარებას დღეს უმაღლესი რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო გამოეხმაურა. კანონმდებელი საოკუპაციო ძალებს სამოქალაქო ობიექტების განადგურებაში ამხელს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ომის მეჩვიდმეტე დღე უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომის მეჩვიდმეტე დღე უკრაინაში
TV IMEDI
ველომოგზაურობა ქოროღლის ციხეზე - ველობლოგი
Cyclist Vlog
№ 17 აკაკი ჯორჯაძე - სავლე უნდა იქცეს პავლედ!
ომის პარტიის გეგმა საქართველოს წინააღმდეგ და ნაც.მოძრაობის მ...
POSTV - ანალიტიკა
ომის 568-ე დღე უკრაინაში
Formula News
ომის შვილები - აგვისტოს ომის შედეგად საქართველოს 30 000 მდე...
TV IMEDI
ომის კანონი
Silk School