ჰუმანიტარული დერეფნები
სუმიდან პოლტავის მიმართულებით ჰუმანიტარული დერეფანი დღესაც გახსნილია. ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი ავრცელებს. რუსეთის საზღვართან მდებარე ქალაქი სუმი რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად იბომბებოდა რუსეთის ძალების მიერ. მხოლოდ ორშაბათს, რუსეთის საჰაერო დარტყმებს ქალაქში 22 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის სამი ბავშვი. ამასთან რუსული მედია ჰუმანიტარული რეაგირების უწყებათაშორის საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთი დღეს მზადყოფნას აცხადებს, ადგილობრივ დროით დილის 10:00 საათიდან ე.წ. სიჩუმის რეჟიმი დაიცვას და რამდენიმე უკრაინული ქალაქიდან, მათ შორის კიევიდან ჰუმანიტარული დერეფნები უზრუნველყოს. რუსული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს, ჰუმანიტარული დერეფნები გახსნას უკრაინის დედაქალაქ კიევიდან და მიმდებარე დასახლებებიდან, ასევე ჩერნიგოვოდან, სუმიდან, ხარკოვიდან, მარიუპოლიდან და სხვა დასახლებული პუნქტებიდან, უკრაინულ მხარესთან შეთანხმებით. რუსეთის ამ განცხადებას სკეპტიკურად უყურებს უკრაინის ხელისუფლება. „რთულია, ოკუპანტს ენდო,“- აცხადებენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ჰუმანიტარული დერეფნები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჰუმანიტარული დერეფნები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჰუმანიტარული დერეფნების საკითხი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევაკუაცია ჰუმანიტარული დერეფნებით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა ამ დრომდე ვერ ხერხ...
Euronews Georgia
პაპი ფრანცისკეს მოწოდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზაპოროჟიეში საევაკუაციო ავტობუსებს ცეცხლი გაუხსნეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ცრემლების გზა და დევნილად ქცეული მილიონობით უკრაინელი
ამერიკის ხმა