რუსული ჯარი კიევიდან 25 კილომეტრში დგას
რუსული ჯარი კიევიდან 25 კილომეტრში დგას. ინფორმაციას ადგილობრივი და ბრიტანული მედია ავრცელებს. ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს კიევის ჩრდილო-დასავლეთით და აღმოსავლეთით. იბომბება მიკოლაივი. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის არმიამ ბოლო დღეებში 31 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი გაანადგურა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ღამით ფრთოსანი რაკეტებით დაიბომბა ქალაქ ლუცკთან მდებარე აეროპორტი, სადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა. ასევე, დაიბომბა ნავთობის ბაზა ვასილკოვოში და სამხედრო ბაზა კიევის შემოგარენში. უკრაინის მთავრობის განცხადებით, დაგეგმილია მოსახლეობის გამოყვანა კიევიდან, ხარკოვიდან, ოდესიდან, სუმიდან, ლებედინიდან, კონოტოპიდან და კრასნოპოლიედან. ქალაქებში, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, მოქალაქეები წყლის, ელექტროენერგიისა და გაზის გარეშე არიან დარჩენილები. უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან რუსულმა აგრესიამ უკვე 79 ბავშვი მოკლა, 100-ზე მეტი კი დაჭრილია. ყველაზე დიდი მსხვერპლია კიევში, ხარკოვში, სუმიში, ხერსონსა და ჟიტომირში. განადგურებულია ათამდე ბავშვთა საავადმყოფო. პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი მოუწოდებს დასავლეთ და ცენტრალური უკრაინის მცხოვრებლებს, სადაც ამ დროისთვის არ მიმდინარეობს საომარი მოქმედებები, გავიდნენ სამსახურებში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რუსული ჯარი უკრაინის საზღვართან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსული ჯარი უკრაინაში შეიჭრა
Euronews Georgia
რუსული ჯარი უკრაინულ სოფლებს ბომბავს
Euronews Georgia
„რუსული ჯარი ნამდვილად არ არის ძლიერი,“- კინზინგერი
ამერიკის ხმა
რუსული ჯარი ლუჰანსკის 90 პროცენტს აკონტროლებს
ამერიკის ხმა
დემორალიზებული რუსული ჯარი | პუტინის სისასტიკის 22-ე დღე უკრ...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
ვლადიმერ პუტინმა რუსული ჯარი საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის ბ...
Aleqsandra Zenaishvili
კურტ ვოლკერი: „საქართველოს ჯარი არ დგას რუსეთში, რუსული ჯარი...
Maestro Television