საია-ს ზუგდიდის ოფისში ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ზუგდიდის ოფისში პროექტის, ,,ოჯახში ძალადობისა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის’’ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი ითვალისწინებს სამიზნე ჯგუფების სამართლებრივ დახმარებას, საჭიროების შემთხვევაში, მათ თავშესაფარში მოთავსებას. ,,ეს პროექტი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი გახდება გაეწიოს არა მარტო სამართალებრივი კონსულტაცია და შევუდგინოთ დოკუმენტები, არამედ მათ დავეხმაროთ სასამართლოში ალიმენტთან დაკავშირებით, შვილის მიკუთვნილებასთან დაკავშირებით, ასევე დამცავი და შემაკავებელი ორდენის გაცემასთან დაკავშირებით,’’- აღნიშნა ,,საიას’’ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკადუამ. სერვისის ეფექტურობისათვის ონლაინ ბაზა შეიქმნა, სადაც მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას შეიყვანენ. ამ ბაზის საშუალებით მოხდება მისი დროული დახმარება. იგი გადამზადების კურსებსაცს გაივლის, რაც მას ხელს შეუწყობს დასაქმებაში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მისი ხანგრძლივობა 24 თვეა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ახალი პროექტის პრეზენტაცია საია -ს ზუგდიდის ოფისში
odishitv
საია: დევნილთა ახალ დასახლებებში წყლისა და ნესტის პრობლემაა
Radio Atinati
საია-ს იურისტები საარჩევნო კანდიდატებს შეხვდნენ
Radio Atinati
ზუგდიდში პატრულის თანამშრომლები ღვედის გარეშე მოძრაობენ
Radio Atinati
საიას ზუგდიდის ოფისმა თემში არსებული პრობლემები შეისწავლა
Radio Atinati
ზუგდიდში პოლიტიკურ პროცესებში ქალთა ჩართულობაზე დისკუსია გ...
Radio Atinati
საია იურისტებისა და ჟურნალისტების შეხვედრა
Radio Atinati
საიას ზუგდიდის ოფისში ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულის და...
odishitv