საია-ს იურისტები საარჩევნო კანდიდატებს შეხვდნენ
„საქართველოს იურისტთა ასოციაციის“ ზუგდიდის ოფისში წინასაარჩევნო გარემოსა და არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. შეხვედრას საარჩევნო სუბიექტები და ორგანიზაციის იურისტები დაესწრნენ. არჩევნებში მონაწილე კანდიდატების ინფორმაციით, მმართველი პარტია ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს და საარჩევნო გარემოში ძალოვან სტრუქტურებს რევს, თუმცა მათ კონკრეტული მაგალითები არ დაუსახელებიათ. აღნიშნული შეხვედრა საია-ს მიმდინარე პროექტის „კონკურენტული და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა საქარველოში“ ფარგლებში გაიმართა. ორგანიზაციის პროექტების კოორდინატორის ირმა პავლიაშვილის თქმით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იკვლევს, თუ რამდენად კვალიფიციურად ხდება დავების განხილვა და სარჩევნო ნორმების განმარტება, ამასთან, საზოგადოებრივი ორგანიზაცია ინტერესდება ინკლუზიური საარჩევნო გარემოს შესწავლით. „ვისუბრეთ იმაზე, თუ რამდენად აუცილებელია დამოუკიდებელი კანდიდატის უფლებები იყოს დაცული, ამასთან, უზრუნველყოფილი უნდა იყოს პოლიტიკური უფლებები, ქალების, ეთნიკური უმცირესობებისა და შშმ პირებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო პროცესები წარიმართოს ყოველგვარი ჩარევებისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების გარეშე. ყველა კანდიდატს უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებელობები, იბრძოლოს არჩევნებში და ეს ბრძოლა იყის პოლიტიკურ პლატფორმასა და პროგრამებზე დაფუძნებული და არა ძალაზე“, -აღნიშნა პავლიაშვილმა. აღნიშნულ შეხვედრას „ქართული ოცნების“ წარმოადგენლები არ ესწრებოდნენ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge Facebook: / rado.atinati Google +: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
საიას განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
31 ოქტომბერს შენ ირჩევ
Ajara TV
გვიჩიანის პროცესს საია-ს იურისტები დააკვირდებიან
TV IMEDI
სარალიძე-მაჩალიკაშვილის სარჩელის განხილვა დაიწყო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სოფელ მოხეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული პირ...
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საია-ს ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყრილობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster