საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ზუგდიდის ოფისში პროექტის, ,,ოჯახში ძალადობისა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის’’ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი ითვალისწინებს სამიზნე ჯგუფების სამართლებრივ დახმარებას, საჭიროების შემთხვევაში, მათ თავშესაფარში მოთავსებას.
,,ეს პროექტი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი გახდება გაეწიოს არა მარტო სამართალებრივი კონსულტაცია და შევუდგინოთ დოკუმენტები, არამედ მათ დავეხმაროთ სასამართლოში ალიმენტთან დაკავშირებით, შვილის მიკუთვნილებასთან დაკავშირებით, ასევე დამცავი და შემაკავებელი ორდენის გაცემასთან დაკავშირებით,’’- აღნიშნა ,,საიას’’ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკადუამ.
სერვისის ეფექტურობისათვის ონლაინ ბაზა შეიქმნა, სადაც მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას შეიყვანენ. ამ ბაზის საშუალებით მოხდება მისი დროული დახმარება. იგი გადამზადების კურსებსაცს გაივლის, რაც მას ხელს შეუწყობს დასაქმებაში.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მისი ხანგრძლივობა 24 თვეა.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: / rado.atinati. .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/