გადაადგილების შემცირება და კანჯი-ოღლის დაკავების მოთხოვნა - გალში მორიგი შეხვედრა დასრულდა
02/27/2018
Radio Atinati-ის
მიერ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კახაბერ ქემოკლიძის ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზზე ადამიანების გადაადგილების ფაქტები და მცდელობები საგრძნობლად შემცირდა. მისი თქმით, გალის დღევანდელ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ მონაწილეებს მასალები წარუდგინა, რომელთა მიხედვით, რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით საქართველოს 1000 მოქალაქე დააკავეს, მაშინ, როცა ანალოგიური მონაცემი 2016 წელს 3000 იყო. სუს-ის შეფასებით, ეს მაჩვენებელი მიუთითებს, რომ გადაადგილება შემცირდა.„ეს არის დადასტურება, რომ იზღუდება გადაადგილების თავისუფლება და იკლებს მცდელობებიც, რაც დე-ფაქტო ხელისუფლების უკანონო გადაწყვეტილების შედეგია. ვგულისხმობ ე.წ. გადასასვლელების დახურვის ფაქტს. ამასთან დაკავშირებით მათი პოზიცია იყო ის, რომ ე.წ. აფხაზეთის სახელმწიფოს ქართულ სახელმწიფოსთან აქვს ე.წ. საზღვარი და აღნიშნული ქმედება ინციდენტების პრევენციაა. ჩვენი შეფასებით, კი ეს ინციდენტების წახალისებას იწვევს და ადამიანის ფუნდამენტრუი უფლების შეზღუდვის ნათელი მაგალითია“, - განაცხადა ქემოკლიძემ.
დღევანდელ შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს 22 თებერვალს ენგურის ხიდზე დაკავებულ მალხაზ წურწუმიაზე, რომელიც ამჟამად გალის იზოლატორში იმყოფება. ქემოკლიძემ აღნიშნა, რომ მათ დე-ფაქტო ხელისუფლებას მიმართა, აღნიშნული შემთხვევა ჰუმანიტარულ ჭრილში განიხილონ და საქართველოს მოქალაქე მყისიერად გაათავუსუფლონ.„ვიმედოვნებთ, რომ მას მალე გაათავისუფლებენ და დატოვებს გალის ე.წ. იზოლატორს“, - დასძინა ქემოკლიძემ.
რაც შეეხება გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ კანჯი-ოღლის საკითხს, ქემოკლიძის თქმით, მათ კიდევ ერთხელ გააჟღერეს საქართველოს მთავრობის პრინციპული პოზიცია მისი დაკავების აუცილებლობის შესახებ.
„ოთხოზორიას საკითხზე ვისაუბრეთ ტატუნაშვილის და ბაშარულის საქმეების კონტექსში. არ ხდება ამ საქმეეების სიღრმისეული გამოძიება და არ აქვს ლოგიკური გაგრძელება, რის გამოც იქმნება ვაკუუმი და ხდება უფრო მძიმე ინციდენტედები. როცა ოთხოზორიას მკველი დაუსჯელია და საქმეში უტყუარი მტკიცებულებებია, აუცილებელია მისი დაკავება და საქმის ლოგიკურ ჭრილში დაბრუნება, რომ იგივე შედეგი არ მივიღოთ“, - განმარტა კახაბერ კემოკლიძემ.მან ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული შეხვედრებს დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ უარესი შემთხვევები არ მოხდეს, მნიშვნელოვანი საკითხები იყოს მკაფიოდ დაფიქსირებული და ჰქონდეს პრევენციული ხასიათი.
„მუშაობა აუცილებლად გაგრძელდება. გასული წლის ბოლო საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების კუთხით წარმატებული გამოდგა“, - თქვა მან.
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში მორიგი შეხვედრა 21 მარტს გაიმართება.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/