საკონსულტაციო შეხვედრა მლეთაში

08.09.2018 01:13

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ქვეშეთი-კობის მონაკვეთის პროექტზე, მლეთაში გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკონსულტაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი, ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება და პროექტის შესახებ მათი მოსაზრებების წარმოდგენა იყო. ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში, გათვალისწინებულია დაახლოებით 22 კმ-იანი ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის  მშენებლობა, მათ შორის ერთი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა. გვირაბი, სოფელ წკერესთან დაიწყება და სოფელ კობთან დასრულდება, აღნიშნული გვირაბი ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის. ახალი გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, არსებული 35 კმ-იანი გზის ნაცვლად, ქვეშეთიდან კობამდე გადაადგილების მანძილი 12 კმ-ით შემცირდება და ერთსაათიანი მგზავრობის ნაცვლად, აღნიშნული გზის გავლა 20 წუთში იქნება შესაძლებელი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: