ქემოკლიძემ ხურჩაში ე.წ. საზღვრის გადაწევის საკითხზე დასმულ კითხვას კონკრეტულად არ უპასუხა

17.01.2018 01:40

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა დასრულდა. სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კახაბერ ქემოკლიძის თქმით, მხარეებს შორის საუბარი გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის ქართული მხარისთვის გადმოცემის, 2017 წლის 5 აპრილს საოკუპაციო ხაზთან დაკავებული პაატა როგავას გათავისუფლებისა და ბორდერიზაციის საკითხებს შეეხო. „არსებობს იმის დამადასტურებელი კადრები, რომ რაშიდ კანჯი ოღლიმ მოკლა საქართველოს მოქალაქე და ის დღესაც დაუსჯელია. ეს ნამდვილად არის პრობლემა და კიდევ ერთხელ მოვითხოვეთ მის ქართული მხარისთვის გადმოცემა და საქმის ლოგიკური დასასრული“, - აღნიშნა ქემოკლიძემ. რაც შეეხება დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ხურჩაში გასულ წელს გავლებული მავთულხლართები უკან დაწიეს, მას კონკრეტული პასუხი არ ჰქონდა, თუმცა ზოგადად ბორდერიზაციის პროცესს უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ ეს საკითხი გალის შეხვედრების განხილვის მუდმივი საგანია. "ჯერ კიდევ 2017 წლის აპრილში დაიწყეს სოფელ ხურჩაში მავთულხლართების გაბმა, გასული წლის დეკემბერში კი ამ უკანონო ინსტალაციების საოკუპაციო ხაზის სიღრმეში გადაწევა. მოლაპარაკებები დასრულებული იქნება მაშინ, როდესაც უკანონო ბორდერიზაციის ფაქტები აღარ იქნება", - დასძინა ქემოკლიძემ. ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმში ქართული, აფხაზური და რუსული მხარეების გარდა ჩართულნი არიან ევროკავშირი, ეუთო და გაერო. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge Facebook:   / rado.atinati   Google +: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ოპოზიციის სამოქმედო გეგმა - „დღის თემის“ შეკითხვებს კახა ქემოკლიძემ უპასუხა
22:25

ოპოზიციის სამოქმედო გეგმა - „დღის თემის“ შეკითხვებს კახა ქემ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა დასრულდა
00:48

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი...

Radio Atinati

ფარული მასალები და კომპრომატებით ომი - „დღის თემის“ შეკითხვებს კახაბერ ქემოკლიძემ უპასუხა
23:02

ფარული მასალები და კომპრომატებით ომი - „დღის თემის“ შეკითხვე...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ინიციატივა, რომელიც ბრიფინგზე პარტია „საქართველოსთვის\" პოლიტიკურმა მდივნმა,კახა ქემოკლიძემ წარადგინა
11:05

ინიციატივა, რომელიც ბრიფინგზე პარტია „საქართველოსთვის" პოლიტ...

საქართველოსთვის / For Georgia

სუს: დე-ფაქტო ხელისუფლება გიორგი ლუკავას გათავისუფლებაზე უარს აცხადებს
02:57

სუს: დე-ფაქტო ხელისუფლება გიორგი ლუკავას გათავისუფლებაზე უარ...

Radio Atinati

გალში მორიგი შერეული შეხვედრა მიმდინარეობს
01:45

გალში მორიგი შერეული შეხვედრა მიმდინარეობს

Radio Atinati

გალში მორიგი შერეული შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა
01:15

გალში მორიგი შერეული შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

Radio Atinati

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ რაშიდ კანჯიოღლიზე სისხლის სამართლის დევნა შეწყვიტა
00:58

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ რაშიდ კანჯიოღლიზე სისხლის სამარ...

Radio Atinati

ყველა ვიდეო