მოლაპარაკების შემდეგი რაუნდის მოლოდინში
ექვსი საათი რჩება კრისტიან დანიელსონის თბილისში ჩამოსვლამდე. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში დღეს ღამით ბრუნდება მისიით, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შეთანხმების მიღწევაში დაეხმაროს. მეორე რაუნდისთვის მზადება ხვალიდანვე დაიწყება, მანამდე კი მხარეები მოლაპარაკების პერსპექტივებზე საუბრობენ. ოპოზიციურმა პარტიებმა დღეს ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ აუცილებელი რეფორმების გასატარებლად და მთავრობასთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, მზად არიან შევიდნენ პარლამენტში, თუმცა, ისინი კვლავ ასახელებენ პრინციპულ საკითხებს, მათ შორის მელია-რურუას გათავისუფლების თემას. განცხადებას არ უერთდება „რესპუბლიკური პარტია“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“, რომლებიც მოლაპარაკების წინ ამ განცხადების გავრცელებას ტაქტიკურ შეცდომას უწოდებენ. განცხადების ავტორები კი ამბობენ, რომ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შანსი არსებობს. ისინი შემდგომ ნაბიჯებს „ქართული ოცნებისგან“ ელოდებიან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მოლაპარაკების შემდეგი რაუნდის მოლოდინში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მოლაპარაკების შემდეგი რაუნდის მოლოდინში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პოლიტიკური დიალოგი და შეთანხმების პერსპექტივა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მოლაპარაკებები ევროკავშირის მედიატორობით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უთანხმოება ოპოზიციაში და მოლაპარაკების პერსპექტივა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მოლაპარაკების მესამე რაუნდის მოლოდინში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უთანხმოება და ჩაშლილი მოლაპარაკებები ოპოზიციაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის მოლოდინში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster