მოლაპარაკებები ევროკავშირის მედიატორობით

13.03.2021 06:25

ხელისუფლება და ოპოზიცია მედიატორის გადაწყვეტილების მოლოდინში. უახლოეს საათებში უნდა გაირკვეს, ევროკავშირის ჩართულობით როდის დაინიშნება მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის, თუ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი დამატებით ინდივიდუალურ შეხვედრას მოითხოვს რომელიმე პარტიასთან. ამ დრომდე კრისტიან დანიელსონი ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლობის ოფისში რჩება, სადაც ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩებიც იმყოფებიან. დღეს დანიელსონი რვა ოპოზიციურ პარტიას შეხვდა და მათი პოზიციები მოისმინა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დეტალურად განიხილეს ექვსპუნქტიანი დოკუმენტი, თუ რა არის ოპოზიციის ხედვა, რა უნდა გაკეთდეს იქ ჩამოწერილი პრობლემების მოსაგვარებლად და სად შეიძლება იყოს კომპრომისის ხაზი. ოპოზიციის მოთხოვნად კვლავ რჩება რიგგარეშე არჩევნები და ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება, პარტია „მოქალაქეები“ კი ერთ-ერთ უმთავრეს საკითხად სასამართლოს რეფორმას ასახელებს. ისევ იყო საუბარი პლებისციტზე, თუმცა, მხოლოდ ოპოზიციის ნაწილის მხრიდან. „ქართული ოცნება“ მზად არის კონსენსუსისთვის და იმედს გამოთქვამს, რომ მომდევნო ორი დღის განმავლობაში შეთანხმება შედგება - ასეთია მმართველი გუნდის მოლოდინი. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ უკვე კარგი კონტურები გამოიკვეთა, თუმცა, კონკრეტულ საკითხებს არ ასახელებს, რაზე შეიძლება მიაღწიონ შეთანხმებას დაპირისპირებულმა მხარეებმა. მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ნიკა მელიას შეუძლია დღესვე დატოვოს საპატიმრო, თუ გირაოს გადაიხდის, რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, „ქართული ოცნების“ პოზიცია არც ამ საკითხთან დაკავშირებით შეცვლილა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მოლაპარაკებები ევროკავშირის მედიატორობით
10:33

მოლაპარაკებები ევროკავშირის მედიატორობით

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მოლაპარაკებები ევროკავშირის მედიატორობით
10:51

მოლაპარაკებები ევროკავშირის მედიატორობით

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მოლაპარაკებები ევროკავშირის მედიატორობით
09:31

მოლაპარაკებები ევროკავშირის მედიატორობით

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მოლაპარაკებების და შეთანხმების პერსპექტივა
07:13

მოლაპარაკებების და შეთანხმების პერსპექტივა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომისიის სხდომა
04:30

ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომისიის სხდომა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შეხვედრა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან
04:08

შეხვედრა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კრიზისიდან პოლიტიკურ შეთანხმებამდე
10:37

კრიზისიდან პოლიტიკურ შეთანხმებამდე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დიალოგი ევროკავშირის მედიაციით - როგორ ვითარდებოდა პროცესები
06:53

დიალოგი ევროკავშირის მედიაციით - როგორ ვითარდებოდა პროცესები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო