დიალოგი ევროკავშირის მედიაციით - როგორ ვითარდებოდა პროცესები

30.03.2021 06:53

კრიზისის მოგვარების ხედვის შესამუშავებლად კრისტიან დანიელსონს თბილისში მეორედ ჩამოსვლა დასჭირდა. უკვე ხუთი თვეა, საქართველოში მიმდინარე მოვლენები საერთაშორისო დღის წესრიგშია. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამწვავებული პოლიტიკური სიტუაციის მოგვარება თავიდან ევროკავშირის და აშშ-ის ელჩების ფასილიტაციით სცადეს. პოზიციების დაახლოება და კომპრომისული შეთანხმება მაშინ ვერ მოხერხდა, რის გამოც მოლაპარაკებები მეოთხე რაუნდზე შეჩერდა. ორთვიანი პაუზის შემდეგ ფასილიტაცია მედიაციამ შეცვალა, მოლაპარაკების რთული პროცესის მედიატორობა კი საკუთარ თავზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა აიღო, რომელმაც პირველ მარტს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში მხარეები ერთ მაგიდასთან შეკრიბა. შეთანხმება ორ საკითხზე ვერ ხერხდება. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციისთვის კრიზისის დაძლევის გზა მხოლოდ ვადამდელ არჩევნებზე და მელია-რურუას გათავისუფლებაზე გადის, ხელისუფლება კი ახალ არჩევნებს გამორიცხავს და პოლიტიკური პატიმრების არსებობას კატეგორიულად უარყოფს. ხუთი თვე კომპრომისის ძიებაში და რაუნდიდან რაუნდამდე - სალომე ქოქიაშვილის რეპორტაჟი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

დიალოგი ევროკავშირის მედიაციით - მხარეთა პოზიციები
07:19

დიალოგი ევროკავშირის მედიაციით - მხარეთა პოზიციები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პოლიტიკური დიალოგი ევროკავშირის მედიაციით
10:48

პოლიტიკური დიალოგი ევროკავშირის მედიაციით

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პოლიტიკური დიალოგი და შეთანხმების პერსპექტივა
02:12

პოლიტიკური დიალოგი და შეთანხმების პერსპექტივა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ევროკავშირის მედიაცია - დანიელსონი საქართველოში ბრუნდება
07:38

ევროკავშირის მედიაცია - დანიელსონი საქართველოში ბრუნდება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკებები
07:30

უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პოლიტიკური დიალოგი ევროკავშირის მედიაციით
05:38

პოლიტიკური დიალოგი ევროკავშირის მედიაციით

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პოლიტიკური დიალოგი ევროკავშირის მედიაციით - „დღის თემის“ შეკითხვებს თინა ბოკუჩავამ უპასუხა
31:56

პოლიტიკური დიალოგი ევროკავშირის მედიაციით - „დღის თემის“ შეკ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პოლიტიკური დიალოგი ევროკავშირის მედიაციით #აქტუალურითემა #LIVE
03:21:30

პოლიტიკური დიალოგი ევროკავშირის მედიაციით #აქტუალურითემა #LI...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო