ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომისიის სხდომა


სწორედ საქართველოში შექმნილი მძიმე პოლიტიკური ვითარების მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტის პერსპექტივაზე საუბრობენ ბრიუსელში.

შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის წარუმატებელი მედიაციის შემდეგ საქართველოს საკითხი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელი შეხვედრის დღის წესრიგშია. უნდა გაგრძელდეს თუ არა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით და მედიატორობით პირველ მარტს დაწყებული დიალოგი - ეს განხილვის ერთ-ერთი თემაა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირველი დიპლომატები რუსეთთან ურთიერთობის საკითხზეც საუბრობენ. 

უნდა ველოდოთ თუ არა თბილისში შვედი დიპლომატის, კრისტიან დანიელსონის დაბრუნებას და შესაბამისად, მედიაციის პროცესის გაგრძელებას, ­­- ლევან ახალაია დეტალებით.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან