ევროკავშირის განცხადება
„ევროკავშირი გმობს კრემლის გადაწყვეტილებას ევროგაერთიანების მაღალი რანგის რვა წარმომადგენლისთვის რუსეთში შესვლის აკრძალვის დაწესებაზე“ – ეს განცხადება ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელიმ გააკეთა. „ეს გადაწყვეტილება მიმართულია პირდაპირ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ, უსაფუძვლოდ და ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთებისა გარეშე“, – აღნიშნა ევროკომისარმა. მისივე თქმით, მოცემული გადაწყვეტილებით, რუსეთის ხელისუფლებამ ხაზი გაუსვა იმას, რომ მხარეთა შორის „უარყოფითი ტრაექტორიის“ შეცვლის მაგივრად, კვლავ დაპირისპირების გზა აირჩია. 30 აპრილს, ოფიციალურმა მოსკოვმა ევროკავშირის მაღალი რანგის რვა წარმომადგენლისთვის რუსეთში შესვლაზე აკრძალვა დააწესა. შეზღუდვა ვრცელდება ევროპული პარლამენტის პრეზიდენტზე დავიდ სასოლიზე, ბერლინის პროკურატურის ხელმძღვანელზე იორგ რაუფახზე, შვედეთის ტოტალური თავდაცვის ბიოლოგიური, რადიაციული, ქიმიური და ბირთვული უსაფრთხოების ინსტიტუტის ხელმძღვანელზე ოსე სკოტზე, ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფრანგული დელეგაციის წევრზე, ჟაკ მერზე და სხვებზე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ევროკავშირის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკავშირის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკავშირის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკავშირის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკავშირის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკავშირის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკავშირის განცხადება
TV Pirveli
ევროკავშირის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster