შეხვედრა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან

14.03.2021 04:08

მოლაპარაკებები ევროკავშირის მედიაციით - შეხვედრების კონკრეტულ შინაარსსა და დეტალებზე არ საუბრობს ოპოზიცია, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები მიმდინარე პროცესს პოზიტიურად აფასებენ და ამბობენ, რომ განხილვებში პროგრესია, მაგრამ შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის. ამასთან, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ მედიატორების მიერ შეთავაზებულ საბაზისო დოკუმენტზე მუშაობენ და იმედოვნებენ, რომ შეთანხმება დღის ბოლომდე მოხდება. ახსენებენ კომპრომისსაც, რამაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი უნდა განმუხტოს, თუმცა რა იქნება ის ნიშნული, რაც ორივე მხარისათვის მისაღებია, ამ წუთისათვის უცნობია.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო